თაგვი დარჩები სოროსი,
თუ
არ გყავს შენი სოროსი.
(სიზმარა)
სიზმარა დაბრუნდა
დიდი ხნის ძილის შემდეგ სიზმარამ ისევ გაიღვიძა. ბევრი რამე,
რაც სიზმარში ვნახე, ცხადში ამხდარიყო, ბევრი (ღმერთმა გვაშოროს) არა.
სავარაუდოდ, მათი არააქტუალურობის გამო, შეიცვლება ჩემი
სიზმრების პერსონაჟების გარკვეული ნაწილი, რომელთა ფოტოგენური სახეები მარად
დარჩება ჩვენს გულებში და ამ ვებ-გვერდის არქივში (ზოგიერთი მათგანის სახე, კი უკვე
შსს-ს არქივსაც ამშვენებს).
და რაც მთავარია, ნეო მხნედ გრძნობს თავს და
კვლავაც ულმობელია კაცობრიობის მტრებთან ბრძოლაში ;)
P.S. ისე, ჩემი სიზმრების ერთი
ნაწილი, სახელად ”საქართველოს მომავალი”, ხომ ახდა? შეიძლება ზოგიერთი სახე ვერ
გამოვიცანი, მაგრამ დღევანდელი მთავრობის ასაკი რომ ზუსტად ემთხვევა ზემოხსენებულ
სერიალში მოცემული პერსონაჟების ასაკს, ბევრი მტკიცება არ ჭირდება.
ჩემი ფორუმის კარი კვლავაც ღიაა თქვენთვის.
მარად თქვენი ერთგული,
სიზმარა